# 17

მიჩინიომ დაწერა კომენტარებში ვერაფერი გავიგეო. არც უნდა გაეგო.. საოცარ ხასიათზე ვიყავი. ზე–საოცარზე. ეტყობა ვერდამდგარი ზაფხულის ბრალია ეს ყველაფერი.

ეხლა კიდევ ერთი ძალიან უცნაური რაღაც დაემატა. არასდროს მქონია ეგეთი შეგრძნება. სარკეში ჩამეხედა შეთხვევით ოთახიდან გამოსვლისას. მერე გავჩერდი. უფრო სწორად მივბრუნდი. სარკესთან. უფრო ახლოს. და მივხვდი. ასაკი მომემატა. კი არადა. რაღაც სლეურად ჟღერს. რომ მიხვდები – გაიზარდე. გასხვანაირდი. გამოხედვაა სხვანაირი.

გადაღლილი. თვალებში ვარსკვლავების და მუცელში პეპლების გარეშე.

# 16 Kein Mensch ist illegal

Kein Mensch ist illegal – გუშინდელი ფართის სლოგანი.

გამოცდები ცხვირზე (ცხვირწინ აღარ ქვია უკვე) – ტრადიციული ბლოგერული წუწუნიზაცია # 1

ვიცი დავიკარგე – ეს მეორე ფამილარული წუწუნიზაცია, თავს რო ვიმართლებთ ხოლმე ისეთი.

ერთი კვირა ინტერნეტის გარეშე – პროვაიდერი არაფერ შუაშია. საერთოდ მომსახურების ზონიდან ვიყვი გასული. აშკარად კარგი იყო. ოღონდ ავტომატურად სთარბაქსში შესვლისას ვცდილობდი დააფდეითებას. (ამასაც გადავეჩვევი).

ვფიქრობ, რომ გოიმობა კი არა უკვე ქაჯობაა,* როდესაც ახალგაცნობილ ინტერნაციონალურ ჯგუფში, საღამოს ლუდის წრუპვისას, ყველამ რაღაც რომ უნდა იმღეროს, ისეთ დროს, ქართველები  საბჭოელ ძმებთან ერთად катюша–ს მღერიან. არადა, “ჩვენ_ ხომ_ ადრე_ ძმები_ ვიყავით_ რა_ გვაქვს_ გასაყოფი_სასტავი” თვალზეცრემლმომდგარი კაკ მინიმუმ სულიკოს ელის. – ცხოვრებისეული სიბრძნე, ჩემი ბოლო ვოიაჟიდან.

დღეს, მეც დაახლოებით ასე გამოვიყურები. 😐

*(c) კოტე ყუბანეიშვილი.

#15 აგრო

არ ვწერდი. ზუსტადაც. ვაგროვებდი დრაფტებს. და არ მეწერინებოდა… ვოტ..
ათას ყ**ობას ვაკეთებდი პახოდუ. გადამწყვეტს არაფერს მარა მაინც.
აი ამ დროს მეჯმევა ხოლმე ხასიათში. აი ფეისბუქზე რო შეხვალ, დათაგული გხვდება შენი თავი ფოტოებზე, სადაც არ იყავი… მაგრამ შენებმა ბოლომდე გაატრაკეს… არა ეს ბოლოკიანი გოჭები და პიანკა არაა… უბრალოდ იყვნენ ერთად… ისე როგორც ამ ბოლო დროს სულ იშვიათად. და მე ხო ვაფშე აღარასდროს აღარ ვარ ხოლმე. როცა ჩავდივარ. უიმერაკარგიროჩემოხვედი შეხვედრებია ხოლმე ძირითადად…

# 14

ფოტოს გარეშე. გენიალური ამინდი. პარკში გადავცხოვრდი. საკურსოს ვწერ. კვირის ბოლოს მზად უნდა იყოს. შაბათს პრეზენტაციაა. 24/7.

# 13

# 12-2

ან საერთოდ ვერ ვწერ, ან მერე მარაზმში გადავდივარ. უბედნიერესი ვიყავი სახლიდან გასვლისას პროფესორის მეილი დამხვდა –ავად გავხდი და ნუ მოხვალთო. რვას აკლდა წუთები. უნდა გამოვტყდე გამეხარდა როგორც არასდროს. სტრანნი დღე იყო. ძალიან სტრანნი. აი დაბადებისდღე რომ გაქვს და არ იცი როგორ მოიქცე ისეთი. თან ელოდები თან არ. ჩემი არ იყო. მაგრამ მაინც ველოდი. как дура… как всегда.გაიმაზა. სამაგიეროდ სხვა რაღაცეები დავალაგე. ორი საკურსო თემა + სამაგისტროს მონახაზი. სულ ოდნავ წყნარად ვარ უკვე. სუუუუულ ოდნავ. და კიდევ ისევ ზაფხულის ჩვეული ავადმყოფობა – წერის პარალელურად CSI. ვერ აღვკვეთავ. სამაგიეროდ იმ მოჯადოებულ საიტს ვეშვები მგონი ნელნელა. პროგრსულ ეტაპზე გადავედი: მუდმივად ჩართული არაა, დღეში რამდენჯერმე შევდივარ და ვაოწმებ რაე ახალი ხომ არაა. ანუ ჩემთვის პირადად. აღარ ვაკომენტებ (განსაკუთრებული შემთხვევების გარდა) ფოტოები თითქმის სულ წავშალე.

# 11-12

მე ლიზა ვარ. აი ასე ვიწყებ(დი) ყოველთვის დიალოგს უცნობთან. ოდნავ თავდაჯერებული, და სულ ოდნავ противный ინტონაციით. ნინა – დღემდე ამბობს, რომ სკოლაში აუტანელი არსება ვიყავი. ალბათ მართალიცაა. ზედმეტად კარგად მიცნობს.

მეგობრობის დღიურები არასდროს მიყვარდა. თუმცა მაქვს ერთი. საგულდაგულოდ შეკუჭული. მესამე კლასიდან შემორჩენილი. იქ ისეთი საოცრებები წერია, უკეთესია არ გავიმეორო. ეხლა, რაღაც ამდაგვარი ჩემზე უნდა დავწერო. მეზარება. არა, მაგრამ რაღაც არ მსიამოვნებს. სამსახურის აპლიკაციისთვის, რომ წერილს ამზადებ იმას ჰგავს ეს ყველაფერი.

მოკლედ ლიზა ვარ. ძალიან აბურდული და ძალიან დალაგებული. ქრონიკულად ვინიშნავ ყველაფერს, იმ იმედით რომ ოდესმე (გა)დავწერ. ხანდახან ვახერხებ. უფრო ვერ. 25–ის ვარ. ცოტა ხნის წინ მითხრეს – სულ არ გეტყობაო. კიტრის ნაფრცქვენების ნიღბის ბრალია ალბათ.

მე ლიზა ვარ. (თითქმის) ზუსტად ისეთი, როგორიც ბლოგზე. მაქვს ბევრი ის ჩვევა, საზოგადოებამ რომ „მავნე“ დაარქვა და რაც მთავარია არავითარი სურვილი „გამოსწორების“.

მე ლიზა ვარ. აი ასეთი. გაგრძელებები იხ. პოსტებში.

P.S სიამოვნებით ვპასუხობ დამატებით კითხვებს ნებისმიერ თემაზე.