ParaNokia (?!)

მე ლიზა ვარ. აი ასე ვიწყებ(დი) ყოველთვის დიალოგს უცნობთან. ოდნავ თავდაჯერებული, და სულ ოდნავ противный ინტონაციით. ნინა – დღემდე ამბობს, რომ სკოლაში აუტანელი არსება ვიყავი. ალბათ მართალიცაა. ზედმეტად კარგად მიცნობს.

მეგობრობის დღიურები არასდროს მიყვარდა. თუმცა მაქვს ერთი. საგულდაგულოდ შეკუჭული. მესამე კლასიდან შემორჩენილი. იქ ისეთი საოცრებები წერია, უკეთესია არ გავიმეორო. ეხლა, რაღაც ამდაგვარი ჩემზე უნდა დავწერო. მეზარება. არა, მაგრამ რაღაც არ მსიამოვნებს. სამსახურის აპლიკაციისთვის, რომ წერილს ამზადებ იმას ჰგავს ეს ყველაფერი.

მოკლედ ლიზა ვარ. ძალიან აბურდული და ძალიან დალაგებული. ქრონიკულად ვინიშნავ ყველაფერს, იმ იმედით რომ ოდესმე (გა)დავწერ. ხანდახან ვახერხებ. უფრო ვერ. 25–ის ვარ. ცოტა ხნის წინ მითხრეს – სულ არ გეტყობაო. კიტრის ნაფრცქვენების ნიღბის ბრალია ალბათ.

მე ლიზა ვარ. (თითქმის) ზუსტად ისეთი, როგორიც ბლოგზე. მაქვს ბევრი ის ჩვევა, საზოგადოებამ რომ „მავნე“ დაარქვა და რაც მთავარია არავითარი სურვილი „გამოსწორების“.

მე ლიზა ვარ. აი ასეთი. გაგრძელებები იხ. პოსტებში.

P.S სიამოვნებით ვპასუხობ დამატებით კითხვებს ნებისმიერ თემაზე.

P.P.S Paranokia (noun) – Constantly checking for new text messages or emails, even though you haven’t heard or felt one arrive since you last checked.

Comments are closed.
Follow

Get every new post delivered to your Inbox.