15.03.09
გენიალური დილა. აი დიდხანს რომ ვოცნებობდი ისეთი. უკვე ოფიციალურად უმუშევარი (ნუ, მერე რა რომ ხვალაც უნდა შევირბინო). დილიდან ყავა/სიგარეტი/ჯოპლინი/J-ს დატოვებული სანდალის ხის ჩხირები… კარადაც კი სიამოვნებით დავალაგე.
გენიალური დილა. აი დიდხანს რომ ვოცნებობდი ისეთი. უკვე ოფიციალურად უმუშევარი (ნუ, მერე რა რომ ხვალაც უნდა შევირბინო). დილიდან ყავა/სიგარეტი/ჯოპლინი/J-ს დატოვებული სანდალის ხის ჩხირები… კარადაც კი სიამოვნებით დავალაგე.
[3/8/2009 11:35:32 PM]
ara chemtan ar xar. da me egeti miyvarxar. ar shemidzlia chveulebriv xalxtan kontakti xo gesmis.
anu chemtvis sheni cinizmi normaa.
da gavkari imas visac ar esmis.
imitom rom mec ciniki var.
kide autaneli xasiati makvs da tu arc shemeguebian ra.
…
xoda ase vcoxvrob
frenidan frenamde
gafrenidan gafrenamde..
გუშინ გადავხედე ჩემს შავ ბლოკნოტს. იც ლაიქ ბლექ ბოქს. აი თვითფრინავებში რომ არის ისეთია. ბოლო 2 წლის ანთოლოგიაა. არადა სულ რამდენიმე გვერდი. ნუ კარგი ასე ოცი ალბათ. მაგრამ ყველა სხვადასხვა ქალაქშია დაწერილი. მარტო. კაფეში. სიგარეტით და ყავით. გუშინ ლიტში მქონდა მცდელობა. მერე მოვიდა და აღარ გამომივიდა.
ეხლა მალე ავიკრიფები. იქ საწერი დრო მაინც უნდა იყოს. ასე მგონია.
ჯასტ ნჯოი დაილი სტაფ ყველაზე მეტად ამართლებს. გამიკვირდა სხვისგანაც რომ მოვისმინე. მეგონა სამურაის პრინციპებზე მარტო მე ვფიქრობდი ხოლმე.
პლედში გახვეული. დიდი ფინჯანი ყავა. საფერფლე. გარეთ თოვს. ხვალ ალბათ გზა იქნება. თუ არც.
არადა როგორ მინდა რომ არ.
არა სულ Just არ არის ყველაფერი? პრინციპში ხო. იმ დღეს რომელიღაც ბლოგზე ვკითხულობდი მგონი კომენტარებში, (არ მახსოვს თორე დავლინკავდი) პრივატ ბლოგებს გოგოები მარტო PMSის დროს წერენო, თუ რაღაც ამდაგვარი. ვერ შეეკამათები აშკარად. თუ არადა ასეთი უნიჭო პოსტი გამოდის. ისიც Just იმიტომ რომ თქვა რომ ცოცხალი ხარ. ამ ბლოგსაც ხო დიდი პრეტენზიები არ აქვს, აი გაისად ახალი წლის არდადეგებზე რომ არ მეცოდინება რა გავაკეთო, ბარემ ერთი წელიც იქნება გასული და გადავხედავ. მერე გავიგებთ გძე მი ბილი ჩო მი ძელალი. ხო აბა მე ბლოკნოტი და დღიური ვერ ვმეგობრობთ, ან ისინი იკარგებიან ან მე. ალბათ მეორე უფრო მარა მაინც.
ხო მართლა ეს youtube-ს პოსტებიც დასალაგებელი იქნება, ალბათ სხვა გვერდზე გადავიტან, და ეგეც ისტორია იქნება…
მოკლედ საქმეს ვიმარტივბ მემუარების ამბავში რომ არ დამენძრეს მერე. ასაკი მაინც თავისას შვება..
რა თქმა უნდა არ მიწერია. თან დიდი ხანია. ისედაც არეულია ყველაფერი. ბიუროკრატიული მარაზმი. ვერ ვიტან ჩემზე რომ არ არის დამოკიდებული ისეთ ლოდინებს. (!) ყველა კომპმა ერთდროულად აურია. კიდევ ერთი მარაზმი. არც ასეთი პოსტები მიყვარს. ზედმეტად პირადულ პრობლემებს რომ აფრქვევენ. :fuf:
დიდი ლოდიniს პერიოდია. და მერე დალაგდება. ნუ აბა სუოლ (!) ასე ხომ არ ვიქნები(თ). იქნებ მერე ამ ბლოგსაც გამოუჩნდეს საბსქრაიბერები (ხელმომწერები)
) მერე რა, ასე ხუთი წლის მერე. :ციტატა: ეხლა ვიპოვე ვიღაცას დაუკომენტებია. ჰეჰ, რა თქმა უნდა ქართული ბლოგის მამას.
ბლოგერული ტრადიცია – მთელი წლის შეფასება აშკარად მეზარება. ძირითადად ამით, ჩვენს დაბადების დღეზე ვერთობით ხოლმე მე & K. თუ ეს ბლოგი 26 აპრილამდე მიაღწევს, აქაც აუცილებლად დავწერ . ნუ, და რადგან აქ მაინც არავინ შემოდის, ჩემთვის მოვინიშნავ 2008-ს. :*)
1 იანვარი – თბილისი-ამსტერდამი-XY ქალაქი სადაც ალბათ არასდროს დავბრუნდები. მარტოობის ფაქტიურად 100 წელი. ცხოვრება ონლაინ რეჟიმში. ბევრი, ძალიან ბევრი მუსიკა. უსაინტერესოესი პროექტი. ყველა ასპექტში. შვებულება ცხადია- ბერლინი – ჩემები – ნათელი წერტილი. შემიყვარდასავით მგონი. ისევ. ის. )
13 თებერვალი – XY(ქალაქი სადაც შეიძლება დაბრუნდე კიდეც, არც ისეთი კოშმარი ყოფილა, რომ აღვიდგინე (ბლოგის კიდევ ერთი +)) – ამსტერდამი – თბილისი – ტრაპიდან ოფისში - ზემფირა მეოთხედ.
თებერვალშიც მიყვარდა. მარტამდე. მერე მგონი იმას აღარ ვუყვარდი. უცნაურობა იყო დიდი.
მარტში ნანახი ფოტოების გამო დიდი დეპრესია არ დამწყებია. ჯერ კიდევ უმუშევარი ვიყავი. ნელ-ნელა ვაფრენდი. უმუშევარი და უკვე ნაკლებამბიციური. სამაგიეროდ სტუდენტობანას მორიგი სერია დავიწყე.
აპრილში ავმუშავდი. და მგონი აგვისტომდე არაფერი ხდებოდა ისეთი. აგვისტოში რაც მოხდა, ყველამ ისედაც კარგად იცის. მანამდე კი ვცეკვავდი. თითქმის ყოველ პარასკევი-შაბათი-კვირა, უმიზეზოდ და უზარმაზარი მიზეზების გამო. შუალედში ისევ გავძვერი იმ ქალაქში, სულ რომ მელოდება. ცოტა ხნით. გამოფრენის დღეს მყარი გადაცყვეტილება. ისევ უნდა…
აგვისტოში ძირითადად მეძინა. ვმუშაობდი, ვეწეოდი, მეძინა. :თავდაცვისმექანიზმი: ისტერიულად ვპასუხობდი ყველა მაილს. არ მეგონა ამდენნაირი თავშესაფარი თუ გამომიჩნდებოდა. : )
მეხუთე ზემფირა გაიმაზა. არადა ჯაზფესტივალზე ვერ წავედი შვებულების დღეები დავჟოშკე. ტფუ.
სექტემბერში აშკარად აღარ მეცეკვებოდა.
ოქტომბერში ისევ წავედი. чай по булгаковский …მე & J-მისი პოსტ სადოქტოროსდაცვის დეპრესიიდან გამოსაყვანად ყოველდღიური (რა თქმა უნდა უსისტემო) მაილების წერა დავიწყეთ, საკუთარ თავს და ერთმანეთს ვარწმუნებთ რომ жизнь хорошо а хорошо жить жить еще лучше…
и мы именно хорошо живем…
ნოემბერი – დეკემბერი მოლოდინში.
status: Facebook & skype რეჟიმში.
P.S საინტერესო მინაწერი ვიპოვე 28.03.08 –
10:0 KDS o2 MA HATZ IV SX SKP LSH NS TFLS SPC FCBK – itofshi PZDC – mfg link
ჯერ ბოლო 23 შეფასებას ვაპირებდი მიზეზთა გამო. ისე, ჩემთვის. მერე რა თქმა უნდა დამეზარა. აღმოჩნდა, რომ ბლოგის ბოლო მცდელობაც წამიშლია. სტაბილურობა გადავწყვიტე
. მორიგი დავიწყე. უნდა გავაგრძელო. ასე მინდება ხოლმე წლის ბოლოს, რომ აი შემდეგ წელს… ხო გასაგებია როგორც. ძალიან მაინტერესებს რამდენად გამომივა. ცოტა მეეჭვება. ნუ, მაინც.
რომ ვთქვა რომ რაღაც საოცარი წელი იყო… ჰმ… მმ… პრინციპში კი. ყოველ შემთხვევაში ბევრი პოზიტივი იყო ბევრი, რაღაცეები მოხდა, რთული. ცუდიც.
არა, რა. მაინც ფანტასტიური. თუ ამ ტემპით გაგრძელდა, ნამდვილად ბევრი იქნება აქ მოსაყოლი.
კიდევ ერთი ბლოგი, რომელსაც ვიწყებ და ალბათ სხვებივით არ წავშლი.
ნუ იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში.