# 17
მიჩინიომ დაწერა კომენტარებში ვერაფერი გავიგეო. არც უნდა გაეგო.. საოცარ ხასიათზე ვიყავი. ზე–საოცარზე. ეტყობა ვერდამდგარი ზაფხულის ბრალია ეს ყველაფერი.
ეხლა კიდევ ერთი ძალიან უცნაური რაღაც დაემატა. არასდროს მქონია ეგეთი შეგრძნება. სარკეში ჩამეხედა შეთხვევით ოთახიდან გამოსვლისას. მერე გავჩერდი. უფრო სწორად მივბრუნდი. სარკესთან. უფრო ახლოს. და მივხვდი. ასაკი მომემატა. კი არადა. რაღაც სლეურად ჟღერს. რომ მიხვდები – გაიზარდე. გასხვანაირდი. გამოხედვაა სხვანაირი.
გადაღლილი. თვალებში ვარსკვლავების და მუცელში პეპლების გარეშე.





